ხშირად დასმული კითხვები

გადახდის რომელ მეთოდებს იღებთ?

ჩვენ ვიღებთ Visa, Mastercard, American Express ბარათებს და საბანკო გადარიცხვებს.

უსაფრთხოა ონლაინ გადახდა?

დიახ! ჩვენი გადახდის სისტემა სრულად დაცული და დაშიფრულია, რათა ყოველთვის დაიცვას თქვენი პირადი და საბანკო მონაცემები.

როდის მივიღებ ჩემს ნივთს და რამდენია მიწოდების საფასური?

• მომდევნო დღეს მიწოდება: 9 ლარი (შეუკვეთეთ 19 საათამდე)
• იმავე დღეს მიწოდება: საფასური დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე
• ადგილიდან გატანა: ვაჟა-ფშაველას გამზირი N45 (შეკვეთიდან 2 საათში)
• საქართველოს მასშტაბით მიწოდება: საფასური და მიწოდების დრო დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე

შეიძლება თუ არა ჩემი შეკვეთის გავაუქმება ან შეცვლა?

ჩვენს ვებ-გვერდზე მოქმედი პროცედურების გამო,  ჩვენ ვერ გაძლევთ დასრულებული შეკვეთის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის გარანტიას, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ცვლილებების იმ შეკვეთებში შეტანა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ან გაგზავნილი. თუ თქვენი შეკვეთა უკვე დადასტურდა ან გაიგზავნა, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ დაბრუნების პროცედურაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასდაკლებაში არსებული (Sale-ით მონიშნული) ნივთების უკან დაბრუნება არ მოხდება. შეკვეთის გაუქმების ან ცვლილების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@carouselkids.ge

შეიძლება თუ არა პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ან გაცვალოთ გამოუყენებელი ნივთები მოწოდებიდან 2 დღის განმავლობაში. ნივთები უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობასა და შეფუთვაში. დაბრუნების სრული პირობებისთვის გაეცანით ჩვენს დაბრუნების პოლიტიკას. დაბრუნების ან გაცვლის დასაწყებად მოგვწერეთ მისამართზე info@carouselkids.ge — მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და დაბრუნების მიზეზი. ჩვენი გუნდი პროცედურის ყველა ეტაპზე დაგეხმარებათ.

რა თანხის გადახდა დამეკისრება დაბრუნების შემთხვევაში?

თუ ანგარიშსწორებისას საბანკო ბარათია გამოყენებული, სრული ღირებულების 5% და ტრანსპორტირების ხარჯები, როგორც წესი, მომხმარებელს ეკისრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაბრუნება ჩვენი შეცდომის გამო ხდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი პროდუქტი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. გირჩევთ, დეტალური პირობების სანახავად გაეცნოთ ჩვენს თანხის დაბრუნების პოლიტიკას.

თქვენი სათამაშოები უსაფრთხოა ბავშვებისთვის?

აბსოლუტურად. ჩვენი ყველა პროდუქტი შეესაბამება მკაცრ ევროპულ და ამერიკულ უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენი სათამაშოები არ შეიცავს ისეთ მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა BPA, ფტალატები და PVC. მათი დაფერვა ხდება არატოქსიკური, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავებით, რაც ყველა ასაკის ბავშვისთვის დამატებით უსაფრთხოებას ნიშნავს. ყოველი ნივთი ფლობს ისეთ სერთიფიკატებს, როგორებიცაა CE (ევროპული შესაბამისობა), ASTM (ამერიკული ტესტირებისა და მასალების საზოგადოება), ასევე კონკრეტული ბრენდების მიხედვით დამატებით მდგრადობის ან ორგანული პროდუქტის სერთიფიკატებს. ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ მხოლოდ იმ ბრენდებს, რომელთა მთავარი პრიორიტეტი ხარისხი, უსაფრთხოება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობაა.

გაქვთ ფიზიკური მაღაზია?

ჩვენ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ, თუმცა თქვენი შეკვეთის გატანა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენი საწყობიდან მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი 45, თბილისი.

როგორ დაგიკავშირდეთ?

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით info@carouselkids.ge ან მოგვწეროთ ინსტაგრამზე @carouselkids_