დაბრუნება

ჩვენ გვაქვს 2-დღიანი დაბრუნების პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ ნივთის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მოითხოვოთ დაბრუნება.

დაბრუნებისთვის, ნივთი უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღეთ: გამოუყენებელი, ეტიკეტებითა და სტიკერებით, თავდაპირველ შეფუთვაში. ასევე დაგჭირდებათ ქვითარი ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დაბრუნების დასაწყებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info@carouselkids.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნებული ნივთები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი 45, თბილისი.

თუ თქვენი დაბრუნების მოთხოვნა დამტკიცდება, გამოგიგზავნით ინსტრუქციებს, სად და როგორ უნდა გააგზავნოთ თქვენი ამანათი. ნივთები, რომლებიც დაგვიბრუნდება წინასწარი მოთხოვნის გარეშე, არ იქნება მიღებული.

დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@carouselkids.ge.

დაზიანებები და პრობლემები

გთხოვთ, თქვენი შეკვეთა მიღებისთანავე შეამოწმოთ და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ თუ ნივთი არის დეფექტური, დაზიანებული ან შეცდომით გამოგზავნილია სხვა ნივთი, რათა შევძლოთ პრობლემის დროული მოვაგვარება.

გამონაკლისები / არაბრუნებადი ნივთები

ზოგიერთი ტიპის ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება, მაგალითად პერსონალიზებული ან სპეციალური შეკვეთები, ასევე ფასდაკლებული ნივთები ან სასაჩუქრე ბარათები.

თანხის დაბრუნება

დაბრუნებული ამანათის შემოწმების შემდეგ, ჩვენ შეგატყობინებთ დადასტურდება თუ არა თქვენი შენაძენის დაბრუნების მოთხოვნა. მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, გადახდილი თანხა ავტომატურად დაგიბრუნდებათ თქვენს თავდაპირველ გადახდის მეთოდზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საბანკო ბარათით ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადახდის სერვისის მომწოდებლების საკომისიო შეადგენს შეკვეთის მთლიანი ღირებულების 5%-ს. შესაბამისად, თუ ხდება საბანკო ბარათით შეძენილი შეკვეთის დაბრუნება, ამ შემთხვევაში თქვენ შეკვეთის საერთო ღირებულების 95% დაგიბრუნდებათ. გარდა ამისა, მომხმარებელს ეკისრება ამანათის ჩვენს საწყობში დაბრუნების საფასური.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკს თანხის დამუშავებისა და ჩარიცხვისთვის შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. თუ დაბრუნების დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღეზე მეტი გავიდა და თანხა არ დაგიბრუნდათ, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info@carouselkids.ge.